2020-11-21 11:47:26, 15223 ნახვა
ბიძინა ივანიშვილი - ზოგიერთი პარტია ზედმეტად ემოციურად აფიქსირებს პოზიციებს, მაგრამ ვფიქრობ, მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს
![]() ზოგიერთი პარტია ზედმეტად ემოციურად აფიქსირებს პოზიციებს, მაგრამ ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა. „კიდევ ერთხელ მინდა ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო იმ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ 31 ოქტომბერს გამოიჩინეს და დღესაც, როდესაც კოვიდი ბობოქრობს, მაქსიმალური მობილიზაცია გამოავლინა ქართულა საზოგადოებამ, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული. შედეგად მივიღეთ 9 პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია, ამავდროულად იცით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად, ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საღი აზრი აჯობებს და ჩვენ მივიღეთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ წარმომადგენლობით პარლამენტს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|