11:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-20 15:39:46, 569 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციამ არჩევნების მეორე ტურის დღეს დაგეგმილი აქციები გააუქმა

ოპოზიციურმა პარტიებმა 21 ნოემბრისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქციები გააუქმა.

აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ხვალ ეძლევა ერთი დღე, რომ საბჭოთა კავშირში იცხოვროს.

„ივანიშვილმა ნახოს როგორ ირჩევდნენ საქართველოში ერთპარტიულ პარლამენტს და ერთპარტიულ ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდში. საერთო ოპოზიციურ ფორმატში ყველანაირი აქცია შეჩერებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინდივიდუალურად რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ აქცია გამართოს. ამის შესახებ ჩვენ ინფორმირებული არ ვართ. ამ გადაწყვეტილებას ყველა პარტია თვითონ მიიღებს. არანაირი ინდივიდუალური გეგმა არ არსებობს. შესაძლოა, რეგიონებში ვიღაცამ გადაწყვიტოს , რომ რაღაც ფორმით გააპროტესტოს, მაგრამ მასშტაბური აქციები, როგორიც რამდენიმე დღის წინ იყო თბილისში, ყველაფერი გავაუქმეთ.

ნებისმიერი სახის აქცია, რომელიც არ უნდა დაგეგმო მაინც გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს მეორე ტურებს, პოლიტიკურ დატვირთავს ვაძლევთ. ამიტომ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ის, რაც ხვალ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს არის სრული ფარსი. არ მივცემთ ზედმეტ დატვირთვას მეორე ტურებს და შესაბამისად, გავაუქმეთ ყველა ის აქცია, რომელზეც ადრე ვმსჯელობდით“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics