|
2020-11-20 11:20:11, 511 ნახვა
პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი - პარლამენტი არ არსებობს, არსებობს კუპრის ქვაბი, სადაც მოიხარშებიან ივანიშვილები და კობახიძეები
პარლამენტი არ არსებობს, არსებობს კუპრის ქვაბი, სადაც მოიხარშებიან ივანიშვილები, მდინარაძეები და კობახიძეები, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ გეგმავს. „ალბათ, ერთი ჩიკოტალო იყო ცნობილი მანიაკი მკვლელი, რომელმაც 54 ბავშვი მოკლა, ხოლო მეორე არის ქალბატონი ჟვანია, რომელმაც საქართველო მოკლა არაერთხელ, ივანიშვილის დავალებით. პარლამენტში ოპოზიციის ფეხი არ იქნება. პარლამენტი არ არსებობს იმიტომ, რომ ხალხს ის არ აარჩევინეს. რეალურად არსებობს კუპრის ქვაბი, სადაც მოიხარშებიან ივანიშვილები, მდინარაძეები, კობახიძეები და მთელი ბერბიჭაშვილების შემადგენლობა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები დღეს ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრებს გამართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)