|
2020-11-19 13:31:44, 651 ნახვა
რეგიონი
სოფელი ტანძიის ეკონომიკური გაძლიერებისა და ბიზნესაქტივობების ხელშეწყობის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტი და UNDP ერთობლივ პროექტს განახორციელებენ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის: „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის თემის ეკონომიკური გაძლიერება და ბიზნეს აქტივობების ხელშეწყობა" ხელშეკრულების გაფორმების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ხელშეკრულებას ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონიმ მოაწერეს. ღონისძიებას ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი დაესწრნენ. პროექტის ფარგლებში, სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო დახლები, სახელოსნოები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები მოეწყობა. ტურისტულ სექტორში ჩართული ტანძიის მოსახლეობა კი გაყიდვებისა და სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით გადამზადდება. პროექტისთვის UNDP-მ 59,200 ლარის ოდენობის გრანტი გამოყო. მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება კი 36,000 ლარს შეადგენს. გრანტის ფარგლებში, იგეგმება მუზეუმის ელექტრონული პლატფორმა შეიქმნას, სადაც მუზეუმისა და სულხან-საბა ორბელიანის მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ისტორიული წყაროები განთავსება. ასევე ელექტრონულ პლატფორმაზე მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტურისტული სერვისების შესახებ ინფორმაციის მოძიებაც იქნება შესაძლებელი. „დღეს, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელ ლუიზა ვინტონისთან ერთად, ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომლიც სოფელ ტანძიის თემის მდგარდ ეკონომიკურ განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ საქმიანობებში ჩართულობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. გაეროს განვითარების პროგრამისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო დახლები, სახელოსნოები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები მოეწყობა. გრანტის ფარგლებში, ასევე მუზეუმის ელექტრონული პლატფორმა გაკეთდება, სადაც შესაძლებელი იქნება მუზეუმისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტურისტული სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება. ეს პროექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტში ტურისტული სექტორის განვითარებას უდავოდ დაეხმარება, ადგილობრივი მცირე ბიზნესის სტიმულირებას ხელს შეუწყობს, რაც ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)