02:19 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-19 11:17:52, 439 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა PwC-ისა და ინვესტორთა საბჭოს მიერ კოვიდ-19-ით გამოწვეულ პრობლემთან დაკავშირებით ჩატარებულ ბიზნესის კვლევას გაეცნო

გლობალური პანდემიის პირობებში, რაც დიდი გამოწვევაა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, მივესალმებით ინვესტორთა საბჭოს დახმარებას, კერძოდ საბჭო, საერთშორისო აუდიტორულ კომპანია PwC-თან ერთად, პერიოდულად ატარებს და გვაწვდის კვლევებს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მცირე და საშუალო ბიზნესში პანდემიიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, რამდენიმე თვის წინ ჩატარებულმა პირველმა კვლევამ, რომელიც პანდემიის პირველ ეტაპზე ჩატარდა, საკმაოდ რთული შედეგები და პესიმისტური მოლოდინი აჩვენა.

თუმცა, ნათია თურნავას განცხადებით,ბოლო კვლევა უფრო ოპტიმისტურ სურათს აჩვენებს იქიდან გამომდინარე, რომ  სახელმწიფო ძალიან აქტიურად ეხმარება ბიზნესის სხვადასხვა სექტორს, მცირე და საშუალო ბიზნესს, რომ შეინარჩუნოს სიცოცხლისუნარიანობა,  განვითარდეს და გაუმკლავდეს პანდემიას, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური მაჩვენებლებიც უფრო უმჯობესდება, ბოლო კვლევა უფრო ოპტიმისტურ სურათს აჩვენებს .

„ბოლო კვლევის თანახმად, ბევრმა ბიზნესმა შეძლო და შეინარჩუნა საკუთარი შემოსავლები, დასაქმების მაჩვენებელიც, რომელიც თავიდან იყო უფრო ნეგატიური. თუმცა, თანდათან გამოსწორდა, ასევე  მოლოდინებიც არის უფრო ოპტიმისტური. ამ ფაქტორებზე დადებითად იმოქმედა ცნობებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოების დაწყებაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ. ასევე მოქმედებს ისიც, რომ  ჩვენ ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებას, ახალ პაკეტს ვამზადებთ, ეს ყველაფერი მათზე დადებითდ აისახება და ამას PwC-ის კვლევაც აჩვენებს", - აღნიშნა ნათია თურნვამ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერით, ინვესტორთა საბჭომ, „პრაისუოთერჰაუს კუპერს საქართველოსთან" თანამშრომლობით ჩაატარა ბიზნესის კვლევა კოვიდ-19-ით გამოწვეულ პრობლემთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კვლევა უკვე მეორე ჩატარდა. პირველი კვლევა მოიცავდა აპრილი -  მაისის პერიოდს, ხოლო მეორე კვლევა - სექტემბერი - ოქტომბერს. გამოიკითხა 750-მდე კომპანია, რომლის დროსაც მოხდა სხვადასხვა სექტორში მომუშავე კომპანიების საჭიროებების სიღრმისეული შესწავლა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics