08:41 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-19 10:53:07, 600 ნახვა

საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე - ისევ მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი, მაგრამ ვცდილობ, ვიყო მხნედ და არ ჩამოვრჩე მოვლენებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია.

ცერცვაძის განმარტებით, მას კვლავ თავის და ყელის ტკივილი, ძლიერი ხველა და სისუსტე აღენიშნება.

„ცოტა მეუხერხულება, ჩემს შესახებ ამდენი ვწერო, თუმცა ვინაიდან ინტერესი დიდია და შეუძლებელია, ყველა სატელეფონო ზარს ვუპასუხო, აქ დავწერ: ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა და მკურნალობას სახლში ვაგრძელებ. ღამით ტემპერატურა 37.5 გრადუსი მქონდა. ისევ მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი. ძლიერი ხველა და სისუსტე.

მიუხედავად ამისა, ვცდილობ, ვიყო მხნედ და არ ჩამოვრჩე მოვლენებს. მაგალითად: გუშინ დისტანციურად მონაწილეობა მივიღე საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. ფეისბუქში დავწერე მადლობის წერილი, რომელიც თქვენ გეკუთვნით – ვინც ინტერესდებით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს – ანა თოფურია თავს უკეთ გრძნობს. ღამით სხეულის ტემპერატურა 37.1 გრადუსი ჰქონდა. უმნიშნელოდ აწუხებდა ყელის და სახსრების ტკივილი. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა მკურნალობას სტაციონარში გავაგრძელებ. სულ ეს არის და ეს. გაუფრთხილდით თავს და გისურვებთ ჯანმრთელობას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის პოსტს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

ცნობისთვის, თენგიზ ცერცვაძესა და მის მეუღლეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics