13:12 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 14:15:22, 561 ნახვა

კომენტარი
ნადარეიშვილი: სახელმწიფო და ბიზნესი მაქსიმალურად მობილიზებულია, რათა ტურიზმმა კრიზისი მინიმალური დანაკარგებით გადალახოს

„National Geographic-ის  მიერ საქართველოს და, კერძოდ, სვანეთის დასახელება მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის კიდევ ერთი სტიმულია იმისთვის, რომ 2021 წელს ჩვენ დავიწყებთ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენას“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გავლენიანი გამოცემის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით,  პოსტპანდემიურ პერიოდშიც იქნება ბევრი და თვისობრივად ახალი გამოწვევები, თუმცა, სახელმწიფო და ბიზნესი მაქსიმალურად მობილიზებულია იმისთვის, რომ მოხდეს ამ კრიზისული პერიოდის მინიმალური დანაკარგებით გადალახვა.

„რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკური სტიმულირების ის ღონისძიებები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად ახორციელებს პანდემიის პირველივე ეტაპიდან“, - აღნიშნა ნადარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემამ National Geographic-მა საქართველო,ე სვანეთი 2021 წელს მსოფლიოს 25 საუკეთესო ისეთ მიმართულებებს შორის დაასახელა, რომელსაც ტურისტი პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიოს.

National Geographic საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ყოველი წლის ნოემბერში ასახელებს. პანდემიის გამო წლევანდელი კონკურსის სლოგანია "Dream Now, Go Later." 25 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შერჩევაში National Geographic-ის გლობალური რედაქტორები იღებდნენ მონაწილეობას. მიმართულებები 5 კატეგორიად არის დაყოფილი: ბუნება, თავგადასავალი, კულტურა, მდგრადობა და ოჯახი.

იხილეთ: https://www.nationalgeographic.com/travel/features/best-of-the-world%202021/?fbclid=IwAR0nqnuSrFEal2xGaOC75kGMbbgF5ByLDC5Y7E8Y2FqD5IMsGVh07XYhFRI





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics