02:21 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-17 14:49:09, 628 ნახვა

ეკონომიკა
შეთავაზება „თიბისის“ და VISA-სგან „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ გრძელდება

იმ კომპანიებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არა აქვთ საკუთარი ონლაინ მაღაზია, თიბისი და VISA განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობენ, რაც ბიზნესს განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლაში დაეხმარება.

თიბისის და თიბისი და VISA-ს მხარდაჭერით კომპანიებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი, სრულად გამართული ონლაინ მაღაზია, რომლის საშუალებითაც პროდუქციის გაყიდვასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელებენ.

შეთავაზება მოიცავს პლატფორმას, რომლის საშუალებითაც ბიზნესებს შეუძლიათ მოკლე დროში მარტივად შექმნან ონლაინ მაღაზია, უფასოდ მიიღონ  ფოტოგრაფის მომსახურება, რომელიც დაასურათებს ვებგვერდზე განსათავსებელ პროდუქციას, ვებგვერდში ჩააშენონ თიბისის ონლაინ გადახდის სისტემა, სფეისის ციფრული განვადება და მიტანის სერვისი.

პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციასა და შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში. ონლაინ მაღაზიების შექმნით ისინი შეძლებენ გაყიდვების ახალი არხის ათვისებას, რაც დისტანციურად დააკავშირებთ მათ მომხმარებლებთან.

პროექტის პირველ ეტაპზე, რომელიც 2020 წლის გაზაფხულზე განხორციელდა, შეთავაზებით 100-მდე ქართულმა კომპანიამ უკვე ისარგებლა.

200 ბიზნესს ონლაინ მაღაზიის შექმნას თიბისი და VISA სრულად დაუფინანსებენ. აგრეთვე ბიზნესები  6 თვით თავისუფლდებიან ვებ-გვერდის ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგან, აგრეთვე, ისინი თიბისის E-commerce-ით 2 თვით საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics