ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის, „ვიასნას“ ინფორმაციით, მინსკში 1 127 დემონსტრანტის დაკავება მოხდა.
პოლიციამ ათასობით მომიტინგის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. როგორც „ვიასნა“ იუწყება, ხელისუფლების ბრძანებით დაკავებულთა ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ცნობისთვის, 9.5 მილიონიან ქვეყანაში მასობრივი აქციები 9 აგვისტოს შემდეგ, რაც ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრენ ლუკაშენკომ გაიმარჯვა, არ წყდება. დემონსტრატები ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.
ლუკაშენკოს პრეზიდენტად საზოგადოების გარკევული ნაწილი და არაერთი ქვეყანა არ ცნობს.