2020-11-15 23:59:46, 619 ნახვა
მსოფლიო
ეგზიტპოლის მიხედვით მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ იმარჯვებს
მოლდოვის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრო-ევროპული კანდიდატი, მაია სანდუ იმარჯვებს. მოლდოვის მედიის ინფორმაციით, მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი, კონკურენტმა 54.7 % ით დაამარცა. პრორუსმა კანდიდატმა დადონმა. 45.3 % მიიღო.
სანდუმ არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა 36.16 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა. მოქმედმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა კი – 32.61 პროცენტი.
ქვეყნის მაშტაბით 2 000 საარჩევნო უბანი დილის 7:00 საათზე გაიხსნა. პანდემიის გამო, საარჩევნო უბნებზე მისულ ადამიანებს პირბადეებს ურიგებენ, ასევე აუცილებელია, რომ უბანზე ამომრჩევლები საკუთარი კალმით მივიდნენ.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებს 2 000 ადგილობრივი და 300 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,