09:57 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-15 13:56:03, 701 ნახვა

საზოგადოება
სიკვდილის კაშხალი - წყალტუბოს მოსახლეობა ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს

წყალტუბოს მოსახლეობა ნამოხვანჰესის მშენებლობას უკვე 22 დღეა, რაც აპროტესტებს. 

ადგილობრივები ამ ტერიტორიიდან სამშენებლო კომპანია "ენკას" გასვლას ითხოვენ და ამ პროექტს "სიკვდილის კაშხალს" უწოდებენ. 

ისინი თვლიან, რომ "ნამოხვანჰესი", როგორც რიონის ხეობას, ასევე მთლიანად დასავლეთ საქართველოს უარყოფით შედეგებს მოუტანს.

"ამ 22 დღის განმავლობაში არავინ ჩვენთან კომუნიკაციაზე არ გამოსულა, გადავწყვიტეთ მიგვემართა რადიკალური ზომებისთვის და გადავკეტეთ ცენტრალური გზა. მოვიდა პოლიცია, გვიბრძანა დავშლილიყავით და საპასუხოდ არ უთქვამს, რომ ვინმე დაგველაპარაკებოდა.

სპეცრაზმს მისცა ბრძანება, რომ დავერბიეთ და გავეყვანეთ აქედან. საშინელი სიტუაცია იყო, გადაუარეს აქციის მონაწილეებს", - აცხადებს აქციის მონაწილე ტვ პირველთან საუბრისას. 

"მივედით უკიდურეს ზომამდე, რადგან მთავრობამ ჩვენთან საუბარი არ მოისურვა, ჩვენ კანონის ფარგლებში ჩვენ ხმას ყველას გავაგონებთ", - აცხადებს მედიასთან საუბრისას ერთ-ერთი აქტივისტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics