|
2020-11-15 00:04:43, 5980 ნახვა
იოსებ ხახალეიშვილი: ჩემი მიზანია, თითოეულმა ქუთაისელმა მიიღოს მონაწილეობა ამ ქალაქის სრულყოფასა და განვითარებაში
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში ქალაქ მუზეუმისა და ძელქვიანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრებისას კანდიდატი მოქალაქეებს საარჩევნო პროგრამის შესახებ ესაუბრა და დღევანდელი პოლიტიკუ-ეკონომიკური და პანდემიური რეალობის ფონზე სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა, ამასთან, განუმარტა მისი კანდიდატურისა და პროგრამის უპირატესობა. „ქუთაისი ქალაქია თავისი ღირსებით და ნაკლით, მიღწევებით, პრობლემებით და სოციუმით, რომელსაც აქვს საკუთარი კოლორიტი, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური ცხოვრების ერთობა. სწორედ ეს არის ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი არსი, რომ ეს სოციუმი, მოქალაქეთა ერთობლიობა იყოს ბედნიერი და კმაყოფილი საკუთარი ქალაქით და თავადვე მიიღონ მონაწილეობა ამ ქალაქის სრულყოფასა და განვითარებაში“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)