09:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-14 09:36:22, 567 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე -ოპოზიციური პარტიები მეორე ტურებისთვის ემზადებიან

ოპოზიციური ის პარტიები, რომლებიც არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ მაჟორიტარულ ოლქებში, უკვე მეორე ტურისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „რუთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს, ერთ-ერთი პოზიტიური და მნიშვნელოვანი გარემოება არის.

„ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიები, ის პარტიები, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ მაჟორიტარულ ოლქებში უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის, მათ შტაბებში არის აქტიური სამზადისი, მოხდა გარკვეული სარეკლამო მასალების განახლება და რა თქმა უნდა ეს არის ერთ-ერთი პოზიტიური და მნიშვნელოვანი გარემოება. მე არ მინდა, რომ გუშინდელი შეხვედრის ფარგლებში განხილულ საკითხებზე კონკრეტიკა შემოვიტანო, ვინაიდან ჩვენ ყველამ პირობა დავდეთ, რომ შეთანხმებამდე არ გავასაჯაროებთ იმ საკითხებს, რაზეც იყო მსჯელობა. მე ვფიქრობ, ამ საზოგადოებას არ სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც თავისი პირობის დაცვა არ შეუძლია და რომელიც თავის სიტყვას გატეხავს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გამართული პოლიტიკური დიალოგისას განხილული საკითხები პარლამენტის თავმჯდომარემ არ დააკონკრეტა.

„ ჩვენ ყველამ პირობა დავდეთ, რომ შეთანხმებამდე არ გავასაჯაროებთ იმ საკითხებს, რაზეც იყო მსჯელობა.  მე ვფიქრობ, არც საზოგადოებას არ სჭირდება დიალოგში ისეთი წარმომადგენლები, რომელთაც პირობის დაცვა არ შეუძლიათ და რომელიც თავის სიტყვას გატეხავს, ამიტომ თავს შევიკავებ",- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics