10:33 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 15:02:47, 345 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში გენდერული კვოტების შესახებ კანონპროექტის განხილვას თეა წულუკიანიც ესწრება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ, რომელიც გენდერული კვოტის გზით საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას გულისხმობს.

საკანონმდებლო წინადადება, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

 წინადადების მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო რეგისტრაციისათვის სიების წარდგენისას აუცილებელი გენდერული კვოტა უნდა დაიცვან.

პარლამენტის მიერ ინიციატივის მიღების შემთხვევაში, მომავალი არჩევნების შედეგად, პარლამენტში ქალებისათვის მინიმუმ 25%-იანი წარმომადგენლობა იქნება უზრუნველყოფილი.

 წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ხელს შეუწყობს სოციალური პრობლემების აღმოფხვრას და გაზრდის დემოკრატიის ხარისხს. საკანონმდებლო წინადადების მომხსენებლები არიან კავშირი "საფარის" და "სამართლი ანიარჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)" წარმომადგენლები ბაია პატარაია და ნინო ჯანაშია. წინადადება, რომელსაც 9 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, მომზადდა "ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის" (თასქ ფორსის) მიერ. ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ქალთა საინფორმაციო ცენტრი, გენდერული სამართლიანობა, კავშირი საფარი, ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, გენდერული სამართლიანობა, ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის _ საქართველო. პროექტის განხილვას, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და NDIის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონიც ესწრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics