14:44 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-13 21:09:45, 586 ნახვა

კომენტარი
გოგორიშვილის განცხადებით, ცესკო დღეს აპირებს შედეგების შეჯამებას მაშინ, როცა ვადა 19 ნოემბრამდე აქვს

„ცესკო დღეს აპირებს შეაჯამოს შედეგები, როცა ყველა ეტაპი გავლილი არ არის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ცესკო-ს სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მას აქვს სტატისტიკა შესწორების ოქმებზე.

„კანონში შავით თეთრზე წერია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შედეგები უნდა შეაჯამოს მას შემდეგ, რაც გაივლის ყველა ეტაპს, ანუ აქ ჩამოთვლილია სასამართლოც – ორი ეტაპია სასამართლოში, პირველი ეტაპი ინსტანცია თბილისის საქალაქო სასამართლო და შემდეგ აპელაცია.

ცესკო არ ელოდება ამ ვადას და, მიუხედავად იმისა, რომ 19 ნოემბრამდე აქვს შეჯამების ვადა, დღეს 13 ნოემბერს აპირებს შეაჯამოს შედეგები.

მე მაქვს სტატისტიკა, რამდენ ოქმს დასჭირდა შესწორების ოქმები – პროპორციულში ეს არის ყოველი მესამე, მაჟორიტარულში ყოველი მეორე ოქმი“,  – განაცხადა გოგორიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics