14:43 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-13 15:33:16, 776 ნახვა

კომენტარი
ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ მათ შენობასთან გამართული აქციის ორგანიზატორები ნიკა მელია და კახა ალადაშვილი არიან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებით, ფედერაციასთან გამართული აქციის ორგანიზატორები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია და საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი კახაბერ ალადაშვილი არიან.

მისი თქმით, ფეხბურთიის ფედერაცის წარმომადგენლები პროვოკატორებს დაუპირისპირდნენ და არა ქართველ გულშემატკივარს.

„დღეს, როდესაც მძიმე წუთები აქვს ქართულ ფეხბურთს და ნამდვილი ფეხბურთის გულშემატკივარი სინანულით არის განწყობილი, მაშინ, როდესაც ყველა ძალიან ნერვიულობს სპორტულ შედეგზე ძალიან ცოტა დაგვაკლდა ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, ფედერაციასთან მოვიდა პროვოკატორთა ჯგუფი. მელიას და ალადაშვილის დაორგანიზებული აქცია ფეხბურთის ფედერაციასთან დღეს ნამდვილად არაფერ შუაში არ არის. ძალიან სამწუხაროა, რომ პროვოკატორები, რომლებიც არიან და მოქმედებენ არასახელმწიფოებრივად, მათ შეიძლება დაუპირისპირდნენ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები. კიდევ ერთხელ ხახგასმით ვიტყვის, რომ ქართულ გულშემატკივარს არავინ არ დაპირისპირებია“, - განაცხადა დავით მუჯირმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ხმაური იყო. სამოქალაქო აქტივისტები საქართველო-ჩრდ. მაკედონიის საფეხბურთო მატჩზე ხელისუფლების წარმომადგენლების დასწრებას აპროტესტებდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics