20:50 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-13 13:32:34, 855 ნახვა

რეგიონი
დავით შერაზადიშვილმა დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწყობის მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მოინახულა

დაბა კაზრეთში  წლების განმავლობაში არსებული შიდა გზების პრობლემა  გვარდება.  დაბაში ორი კორპუსის მიმდებარედ ასფალტის დაგებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა.  გზა 3,100 მ2 ტერიტორიაზე მოეწყო.

ამ ეტაპზე გზის მოწყობა ერთი კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს. ასფალტის დასაგებად პირველადი სამუშაოები აქტიურად ხორციელედება. ობიექტზე ასევე მოეწყობა სანიაღვრე ქსელიც.

კაზრეთში შიდა გზების მოწყობის მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი,  მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლთან ერთად გაეცნო.

დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწყობისთვის 830 000 ლარია  გამოყოფილი. სამუშაოები „რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

,,დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ორი კორპუსის მიმდებარედ ასფალტის საფარი უკვე დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო. ერთი კორპუსის ირგვლივ კი სამუშაოები ახლაც გრძელდება.

დაბაში შიდა გზების მოწყობისთვის 830 000 ლარია  გამოყოფილი.  აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია „არემჯიმ“ დაბის მასშტაბით 15, 000 კვადრატული მეტრის მოცულობის დაზიანებული გზების შეკეთება განახორციელა, რისთვისაც მსურს მათ დიდი მადლობა გადავუხადო. მოხარული ვარ, რომ კაზრეთში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროეტები ხორციელდება”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics