|
2020-11-13 11:10:56, 661 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილი 37 ახალი პაციენტიდან 13 თბილისში, 10 აჭარაში და 8 იმერეთში გარდაიცვალა
კორონავირუსით გარდაცვლილი 37 ახალი პაციენტიდან 13 თბილისში, 10 აჭარაში და 8 იმერეთში გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 357 პირი იმყოფება. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 37 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13, აჭარაში - 10, იმერეთში - 8, ქვემო ქართლში - 3, შიდა ქართლში -2, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 636 გარდაცვალების შემთხვევა. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 981. 4 957 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 420, აჭარაში - 789, იმერეთში - 963. მძიმე პაციენტი გვყავს 633, მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 101, იმერეთში - 163. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 357 პირი, მათ შორის, თბილისში - 191, აჭარაში - 101, იმერეთში - 33. 3 413 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 583 - აჭარაში, 1 272 - თბილისში, ხოლო 294 - იმერეთში. 8 611 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 447 პირი, მათ შორის, თბილისში - 358, აჭარაში-1 266, ხოლო იმერეთში - 39. სულ 6 ოქტომბრიდან - 12 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 14 575 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 41 958 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 709 პირი, აჭარაში - 17 568, იმერეთში - 4 629“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)