08:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-13 10:11:37, 564 ნახვა

პოლიტიკა
ჯეიმს გილმორი - აშშ მოუწოდებს რუსეთს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, ძალები ომამდელ პოზიციებზე გაიყვანოს

„აშშ მოუწოდებს რუსეთს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, ძალები ომამდელ პოზიციებზე გაიყვანოს“, - ამის შესახებ უთოში აშშ-ის ელჩმა ჯეიმს გილმორმა საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდმარეების მიმართვაზე განაცხადა.

გილმორი აღნიშნავს, რომ რუსეთის პროვოკაციული ქმედებები არის მცდელობა, გააფართოვოს გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები მშობლიური ქვეყნისგან, საქართველოსგან იზოლაციაში მოაქციოს.

„შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით გაიყვანოს ძალები ომამდელ პოზიციებზე და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და იმ მოქალაქეთა მომავალი უკეთესი იქნება ნამდვილი ქვეყნის შემადგენლობაში, ის ქვეყანა კი საქართველოა. რუსეთის პროვოკაციული ქმედებები არის მცდელობა, გააფართოვოს გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები მშობლიური ქვეყნისგან, საქართველოსგან იზოლაციაში მოაქციოს. ამ აგრესიას კვლავაც აქვს პირდაპირი და უარყოფითი გავლენა ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობაზე. კერძოდ, მოვუწოდებთ რუსეთსა და დე ფაქტო ხელისუფლებებს გაათავისუფლონ დაკავებული სამოქალაქო პირები, მათ შორის ზაზა გახელაძე და აღადგინონ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გასწვრივ მიმოსვლა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასა და თვითნებურ დაკავებებზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ“, - განაცხადა გილმორმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics