10:33 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 13:48:29, 333 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: მე ცნობილი ვარ, როგორც მკაცრი ხელის მომხრე, როდესაც საქმე სასამართლოს რეფორმას ეხება

"მე ცნობილი ვარ, როგორც მკაცრი ხელის მომხრე, როდესაც საქმე სასამართლოს რეფორმას ეხება“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიეტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც წულუკიანმ აღნიშნა, ვენეციის კომისიამ მას უთხრა, რომ „მკაცრი ხელი კარგია, მაგრამ მთლად ასეთი მკაცრიც არ ვართა“.

"მე ცნობილი ვარ, როგორც მკაცრი ხელის მომხრე, როდესაც საქმე ეხება სასამართლოს რეფორმას, რადგან ამ სასამართლომ ჩვენ ძალიან ბევრი უბედურება გაგვატარა. ამიტომ მე ვარ და ვიყავი მკაცრი ხელის მომხრე, როდესაც საქმე ამ საკითხს ეხება. პირველად პროექტში, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, ეწერა, რომ არჩევითი გახდეს სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია, ხოლო ის ვინც ამჟამად ბრძანდება სასამართლოს თავმჯდომარე, შეუწყდეს უფლებამოსილება და აირჩიონ ახალი. თუმცა ამას მოჰყვა ჩემი ძალიან დიდი კრიტიკა ვენეციის კომისიისგან როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური და მითხრეს, რომ მკაცრი ხელი კარგია, მაგრამ მთლად ასეთი მკაცრი ხელიც არ ვარგა. ამიტომაც, ფრანგები ამბობენ, რომ მხოლოდ უგონონი არ იცვლიან აზრსო და მე ეს გავითვალისწინე. არ მომწონს მე თვითონ, მაგრამ გთავაზობთ, რომ ჩვენი მომავლისთვის მართლაც სჯობს ამ თავმჯდომარეებს დაუსრულდეთ ვადა, მომავალი თაობა მაინც მათ ალბათ კარგად არ გაიხსენებს“, -განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics