2020-11-12 16:39:54, 482 ნახვა
პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი - გადათვლა ისე ვეღარ უშველის ამ საკითხს, როგორც მიცვალებულს რეანიმაცია
„გადათვლა ისე ვეღარ უშველის აი ამ საკითხს, როგორც მიცვალებულს რეანიმაცია,გადათვლას არავითარი აზრი არ აქვს“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელახლა.
„არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელახლა, შედეგები ბათილად უნდა იყოს ცნობილი, თუნდაც ცესკოს, თუნდაც უმაღლესი სასამართლოს მიერ, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს და ორ თვეში უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები ახალი ადმინისტრაციით, რომელიც შეიძლება იყოს ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული. გადათვლა ისე ვეღარ უშველის აი ამ საკითხს, როგორც მიცვალებულს რეანიმაცია, გადათვლას არავითარი აზრი არ აქვს“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან