2020-11-12 15:23:26, 701 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერები კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს ხვდებიან
ოპოზიციური პარტიის წვერები და მმართველი გუნდის ლიდერები აშშ-ს ელჩს კელი დეგნანსა და ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელს აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ხვდებიან.
შეხვედრა არაფორმალური ხასიათისაა.
ელჩის რეზიდენციაში იმყოფებიან „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „ლეიბორისტული პარტიის“, „პატრიოტთა ალიანსის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩისა“ და „ქართული ოცნების“ ლიდერები.
შეხვედრაზე უკვე მივიდნენ გრიგოლ ვაშაძე, ირმა ინაშვილი, არჩილ თალაკვაძე, შალვა ნათელაშვილი, გიორგი ვაშაძე და დავით ბაქრაძე.
„დიალოგი უნდა დაიწყოს,, მაგრამ ამ შემთხვევაში დიალოგი შეიძლება იყოს ერთადერთზე - ხელახალ არჩევნები“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან