14:43 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-12 14:01:36, 468 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე საუბრობს?

იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს?, - ასე ეხმაურება პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებას.

როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო „რუსთავი2“-ზე და იგივე ეთქვა, ახლა საჯაროდ ჯვარცმული იქნებოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ინტერვიუს ვუყურე „რუსთავი2“-ზე. ჰოდა, არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას. ამიტომ საჯაროდ ვკითხულობ: იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს? ვინ ჩაშალა და როდის? რა მიზეზით?

პ.ს. ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო „რუსთავი2“-ზე და იგივე ეთქვა, ახლა მთელი ოპოზიციური მედია ამის გარკვევით იქნებოდა დაკავებული, ის ლიდერი კი - საჯაროდ ჯვარცმული“, - წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, „ბოლო ჩახმახი“ მომზადებული დიალოგის ჩაშლა იყო. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადების პროცესი დაწყებული იყო, თუმცა მოლაპარაკებები სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლების მიერ ჩაიშალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics