08:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-12 13:40:44, 506 ნახვა

პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - ბიძინა ივანიშვილმა აირჩია პარლამენტის თურქმენიზაციის გზა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის თურქმენიზაციის გზა აირჩია.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში არ შესვლით არათუ ოპოზიციის მარგინალიზება მოხდება, არამედ ის უფრო გაძლიერდება.

„მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ე.წ თურქმენიზაცია ამ პარლამენტის, რომელიც არის გაყალბებული არჩევნების შედეგად დანიშნული, რადგან რიცხვები, რომლებიც ცესკომ გამოაქვეყნა არ ასახვას რეალობას, ეს ნამდვილად არის მოსალოდნელი.

ეს, რა თქმა უნდა, კარგი არ არის ქვეყნისთვის, მაგრამ ეს გზა აარჩია ბიძინა ივანიშვილმა და ამიტომ, ჩვენი ვალდებულებაა, რომ თუ მან გადაწყვიტა, რომ არალეგიტიმურად მართოს, ამ არალეგიტიმურობას ჩვენ გავუსვათ ხაზი. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ  ლეგიტიმაცია მივცეთ იმას, რაც არის არალეგიტიმური.

რაც შეეხება ოპოზიციის მარგინალიზაციას, მე აქ განსხვავებული პოზიცია მაქვს და მე არ მგონია, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლით ოპოზიცია როგორმე გაძლიერდება, პირიქით მგონია, რომ არალეგიტიმური პარლამენტის ბოიკოტით ოპოზიციის მარგინალიზაცია კი არ მოხდება, ოპოზიცია იქნება პირიქით უფრო ძლიერი და ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ რამდენიე წუთიანი გამოსვლა პარლამენტში  იქნება საპირწონე ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემის“, - განაცხადა კაპანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics