2020-11-12 13:23:44, 550 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლება ცდილობს, რომ თავი წარმოაჩინოს დიალოგის მომხრედ
„ხელისუფლება ცდილობს, რომ თავი წარმოაჩინოს როგორც დიალოგის მომხრედ, მაგრამ მე ჯერჯერობით ვერც ერთი ნაბიჯი ვერ დავინახე ხელისუფლების მხრიდან“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები გაიმართება თუ არა, ეს არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე.
„შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტის წინ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ცდილობს, რომ თავი წარმოაჩინოს როგორც დიალოგის მომხრედ, მაგრამ მე ჯერჯერობით ვერც ერთი ნაბიჯი ვერ დავინახე ხელისუფლების მხრიდან, რომ ისინი რეალურად მზად არიან დიალოგისთვის. მოლაპარაკებები გაიმართება თუ არა, ეს არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე, რამდენად აცნობიერებს ხელისუფლება დღეს არსებული პოლიტიკურ კრიზისს“, - განაცხადა უდუმაშვილმა
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან