2020-11-12 12:22:02, 1602 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში კორონავირუსის 21 608 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 439 პაციეტი
რუსეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 21 608 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1 858 568-მდე გაიზარდა.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში კოვიდ19-ით კიდევ 439 პაციენტი გარდაიცვალა და ლეტალურ შემთხევათა რიცხვმა 32 032-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, რუსეთში კოვიდ19-სგან 1 388 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან