|
2020-11-11 22:28:15, 2060 ნახვა
სპორტი
„სირცხვილია“ და პოლიტიკური პარტიები გულშემატკივრებს ხვალინდელი მატჩის დიდ ეკრანზე ყურებას სთავაზობს
„გირჩი“, „სირცხვილია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ფეხბურთის გულშემატკივრებს ხვალინდელი მატჩის დიდ ეკრანზე ყურებას სთავაზობს. ამის შესახებ პარტიები და სამოქალქო მოძრაობა „სირცხვილია“ სოციალურ ქსელში წერს. „მთავრობის შეზღუდვების გამო, 12 ნოემბრის საქართველო - ჩრ. მაკედონიის მატჩს გულშემატკივრები ვერ ესწრებიან. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დინამოს ცენტრალურ შესასვლელთან, უზარმაზარ ეკრანთან შევიკრიბოთ და ისე ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს! 12-ში, 20;45-დან გელოდებით პაიჭაძის სახელობის სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან! ყურადღება!!! გეცოდინებათ, რომ მთავრობამ 22:00-დან დილის 5:00-მდე კომენდანტის საათი გამოაცხადა. ჩვენ, ამ ივენთის ორგანიზატორები და გულშემატკივრების ნაწილი ვაპირებთ პირადი პასუხისმგებლობის აღებით, მატჩის დასრულებამდე ვიყოთ სტადიონთან. გვჯერა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, ნაკრების საგულშემატკივროდ მისულ ფანებს პოლიცია ნადირობას და დაჯარიმებას არ დაუწყებს. თუმცა, ამის გარანტია არ არსებობს, ამიტომ ვერ მოგიწოდებთ 22:00-ის მერე ჩვენთან ერთად, სტადიონთან დარჩენისკენ. თუ გადაწყვეტთ, რომ დარჩეთ, ეს თქვენი პირადი პასუხისმგებლობა იქნება“, - წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)