2020-11-11 17:34:42, 684 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - რა მნიშვნელობა აქვს, რომელი კლოუნი იქნება „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი
„რა მნიშვნელობა აქვს რომელი კლოუნი იქნება „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძემ განაცხადა.
კაპანაძემ ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზეც, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდი პრემიერად თეა წულუკიანის კანდიდატურას განიხილავს და აღნიშნა, რომ თეა წულუკიანი გიორგი გახარიასგან არაფრით არ განსხვავდება.
„რა მნიშვნელობა აქვს რომელი კლოუნი იქნება „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი. თუ მართლა წულუკიანს დანიშნავს, დიდით არაფრით არ განსხვავდება გახარიასგან მაგრამ მორიგი ცინიკური დამოკიდებულება იქნება საზოგადოებასთან დაკავშირებით და იქნება მორიგი სილა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან