14:59 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-11 14:11:31, 508 ნახვა

კომენტარი
სერგი კაპანაძე - ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც მაიკ პომპეო ჩამოდის, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისია

ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც მაიკ პომპეო ჩამოდის საქართველოში, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისია, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს.

მისი თქმით, საქართველო წარმოადგენს  პარტნიორს ამერიკისთვის და ეს ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამერიკა ერთგული რჩება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისადმი.

„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოდის მაიკ პომპეო საქართველოში, არის ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და შესაბამისად, სახელმწიფო მდივანს ეცოდინება ძალიან კარგად და ჩვენ მათთან ვართ სრულ კომუნიკაციაში, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტთან, ისე საელჩოსთანაც და ისე ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან და ყველა ინფორმაციას მათ ვაწვდით.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მათ შორის მოიცავს იმ თემებსაც, რაც არის დღეს პრობლემატური და კრიზისული საქართველოში, ანუ გაყალბებული არჩევნები. ამრიგად, საუბარი იმაზე, რომ ეს არის მხარდაჭერა ხელისუფლების და გაყალბებული არჩევნების აღიარება, ეს არის ტყული.

ეს არის ვიზიტი ქვეყანაში ,რომელიც არის საინტერესო ამერიკისათვის და რომელიც არის ამერიკის პარტნიორი ქვეყანა და აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ბევრჯერ უქნია აქამდე, როდესაც თავის განცხადებებში დაუდასტურებია თავისი ერთგულება საქართველოს სტატეგიული პარტნიორობისადმი, დაუდასტურებია თავისი ინტერესი საქართველოში დემოკრატიისადმი, ამისი გაგრძელება არის ეს ვიზიტი სწორედ“, - განაცხადა კაპანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics