2020-11-10 19:02:39, 616 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - როგორც ვხედავთ, „ნაცმოძრაობას“ დიდი არეულობა აქვს
„როგორც ვხედავთ, „ნაცმოძრაობას“ დიდი არეულობა აქვს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შევა თუ არა პარლამენტში ამას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე აქვს.
„მოდი ჯერ ჩამოყალიბდნენ და საპასუხო შემხვედრი რეაქცია ბუნებრივია იქნება ჩვენგან. კონსტრუქციულობას არავი ეწინააღმდეგება, რადგან ეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოწოდებაცაა. ზოგადად „ნაცმოძროაბას“აქვს დიდი არეულობა როგორც ვხედავთ, შემოვა თუ არა პარლამენტში, თუ ამ ერთ პარტიაზეა საუბარი, ეს მე მგონია, რომ ასე გადაჭრით სათქმელი კარგია თუ ცუდია, შეიძლება ავწონოთ და ბევრი უარყოფითიც ვიპოვოთ და ბევრი დადებითი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან