06:20 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 09:38:22, 460 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილი სახალხო დამცველს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სამინისტროს თანამშრომლებსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს შეხვდა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და  სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს  სახალხო დამცველის ანგარიშში არსებული რეკომენდაციები, N3 და N7 დაწესებულებებში პენიტენციური ჯანდაცვის კუთხით არსებული ვითარება.

კახა კახიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები, თუ რისი გამოსწორება შეიძლება სისტემის მუშაობაში.

,,სახალხო დამცველს წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. მიმაჩნია და სახალხო დამცველიც ამას ეთანხმება, რომ  რეკომენდაციების ასეთი ფორმით განხილვის პრაქტიკა უნდა გაგრძელდეს. ეს გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ომბუდსმენის რეკომენდაციების რომელიმე საინფორმაციო საშუალებით გაგება,“ _ განაცხადა კახიშვილმა.

სახალხო დამცველის განცხადებით,  მნიშვნელოვანია  მსგავსი სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდეს.

,,შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი დავაყენეთ, მათ შორის, N7, N3, N2  და სხვა  დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა. ასევე, ვიმსჯელეთ პენიტენციურ დაწსებულებებში  სამედიცინო მდგომარეობასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი დიალოგისა და კომუნიკაციის ფარგლებში შესაძლებელი იქნება არსებული საკითხების მოგვარება,“ _ განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ამის საპასუხოდ,  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ომბუდსმენის აპარატს უფრო კონკრეტული წინადადებების მიწოდება სთხოვა, რომელიც პატიმრების რეაბილიტაცია- რესოციალიზაციის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

ომბუდსემენის აპარატსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს  ხელმძღვანელ პირებს შორის მორიგი შეხვედრა  29 სექტემბერს ჩაინიშნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics