|
2015-09-24 09:36:21, 537 ნახვა
საზოგადოება
ფოთის ქუჩებში სანიაღვრე არხების გაწმენდა მიმდინარეობს
ფოთში სანიაღვრე არხების გაწმენდა ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტია,რომლის ინტენსიური განხორციელება ქუჩებისა და ეზოების დატბორვის საწინააღმდეგოდაც არის მიმართული, რადგანაც ქალაქის კლიმატისათვის დამახასიათებელი ხშირი ნალექების გამო,სანიაღვრე არხები ჩვეულებრივზე მეტი ინტერვალით ხდება მოსაწესრიგებელი. ფოთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად, ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ადგილობრივ ბიუჯეტში ორასოცი ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ პ ს ,,ტოტალი'' ასრულებს. ამ ეტაპზე ექვსიათას ორასი მეტრი სიგრძის არხია გაწმენდილი. სამუშაოები მიმდინარეობს ბერდიანსკის, ტექსელის, ფალიაშვილისა და კონსტიტუციის ქუჩებზე, ოცამდე ქუჩაზე კი ნატანი მასისა და საოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან უკვე გაიწმინდა არხები. სამუშაო პროცესში მექანიზაცია და ტექნიკაა ჩართული.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)