07:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-08 17:36:11, 603 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კახიანი ოპოზიციის მოთხოვნებზე - აბსურდულია და სერიოზულად არც ვუყურებთ

სერიოზულად არც ვუყურებთ, -  ასე ეხმაურება მმართველი გუნდის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი ოპოზიციის სამ მოთხოვნას.

მისი თქმით, ოპოზიციის უფლებაა კანონის და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოაწყონ საპორტესტო აქციები და დააყენონ აბსურდული მოთხოვნები.

„ოპოზიციამ მოახერხა მხოლოდ ის, რომ დაახლოებით 6 ათასი ადამიანია შეკრებილი. ეს ერთ რამეზე მეტყველებს - მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერანაირად ვერ იზიარებს იმას, რომ არჩევნები შეიძლებოდა გაყალბებულიყო, არავის საქართველოში არ უნდა არეულობა და დესტაბილიზაცია. ამიტომ, ისევ მოვუწოდებთ ოპოზიციურ ჯგუფებს, თუ უნდათ პროტესტი გამოხატონ ამის უფლება ექნებათ. თუმცა, იმედი მაქვს, მალე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, დაუბრუნდებიან ჯერ საარჩევნო რეჟიმს და შემდეგ საპარლამენტო ცხოვრებას. მათი უფლებაა, რომ კანონის და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოაწყონ საპროტესტო აქციები და მათი უფლებაა აბსურდული მოთხოვნები დააყენონ ამ აქციებზე. თუმცა, ბუნებრივია, რომ ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ. იმედი მაქვს, ისინი ძალიან მალე თავადვე გაათვითცნობიერებენ თავიანთი მოთხოვნების აბსურდულობას და მიხვდებიან, რომ პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდებიან. იმედი მაქვს, დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს და მოგვიანებით საპარლამენტო ცხოვრებას“, - განაცხადა კახიანმა.

ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართეს: გადადგეს თამარ ჟვანია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდეს პოლიტპატიმრები. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics