05:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-08 15:48:34, 633 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე - იძახიან, გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდებაო - აღარ გათავდა ეს დედააფეთქებული გვირაბი?

იძახიან, გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდებაო - აღარ გათავდა ეს დედააფეთქებული გვირაბი?, - ამის შესახებ "ერთანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მანვე მოუწოდა საზოგადოებას, რომ მათი სიმტკიცის გარეშე, ვერც ერთი პარტია ვერ მიაღწევს მიზანს.

„რომ მოვდიოდი, ერთმა ქალბატონმა გამაჩერა და მითხრა, ყველა ვინც მოვა, ეს ხალხია გულანთებული პატრიოტი ამ ქვეყნისაო. „ქართული ოცნება“ პატრიოტიზმზე გველაპარაკება, არ ხართ თქვენ პატრიოტები, პატრიოტი ის არის, ვინც სხვისი დედის ცრემლს თავისად აღიქვამს, პატრიოტი ისაა, ვინც ხალხის მოთხოვნის თანავე მზადაა დატოვოს კაბინეტი, პატრიოტი ის არის, ვისაც სჯერა, რომ 2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა ჩვენ პოლიტიკურ ისტორიაში იზოლირებულ ეპიზოდად არ უნდა დარჩეს, ვისაც სჯერა რომ სასამართლო უნდა იყოს ხალხის ნების გამომხატველი და ვისაც სჯერა, რომ ხელისუფლება არის საქართველოს მოქალაქისთვის და არა მოქალაქე ხელისუფლებისთვის.

იძახიან გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდაო, აღარ გათავდა ეს დედააფეთქებული გვირაბი? სასამართლო, კანონი, სამართალი, მოქალაქეების ნების, არჩევანის პატივისცემა, აი რა გვჭირდება ჩვენ. ვინც დღეს აქ შეიკრიბა, შეხედეთ ამ ხალხს, პირბადითაა ყველა, ყველა იცავს იმ წესებს, რაც დაწესებული გაქვთ, მაგრამ მთავარი წესი რომ არ დააწესეთ, რომ არჩევნები არ უნდა მოიპაროთ? ვერც ერთი პარტია ვერაფერს ვერ შეძლებს, თქვენ თუ არ დადექით მტკიცეთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics