05:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-08 15:41:22, 755 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ჩვენ გადავდეთ ყველანაირი ეგოიზმი და შევიკარით ერთ მუშტად, რათა დავამარცხოთ ურჩხული

ჩვენ აქ არ ვდგავართ მანდატებისთვის, ჩვენი მიზანია თავისუფალი არჩევნები, რომლებიც აიღეს და წაგვართვეს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია შეკრულია ერთ მუშტად, რათა დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილი.

„ჩვენ დღეს აქ არ ვდგავართ არც მანდატებისთვის, არც საპარლამენტო სკამებისთვის, არც რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის, აქ ვდგევართ თავისუფალი არჩევანისთვის, არჩევნებისთვის რომელიც გადაწყვიტეს, რომ აიღონ და წაგვართვან. ჩვენ ყველა ვეუბნებით არას, ვერ წაგვართმევთ, საქართველოს მართავს თავისუფალი მოქალაქე და არავინ სხვა. რისი იმედი აქვს დღეს ივანიშვილს, მას აქვს შუღლის, ჩვენი დაპირისპირების, უმოქმედობის და რეპრესიების იმედი, გუშინ კიდევ ორი პოლიტპატიმარი დაამატეს, ჩვენ შეგვიძლია მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება, როდესაც ეს ადამიანები არიან ივანიშვილის მძევლები? ჩვენ ვაპირებთ ერთიანად, პრინციპულად, შეუპოვრად, ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას.

დღეს ბიძინა ივანიშვილი გვატყუებს, რომ თითქოს გვაქვს არჩევანი უსაფრთხოებას და თავისუფლებას, თითქოს ჩვენ თავისუფლება ჯანდაცვის ხარჯზე გადის. არც არსებობს არც უსაფრთხოება, არც ჯანდაცვა, არც განათლება და არანაირი პერსპექტივა თავისუფლება და სწორედ ამიტომ, ჩვენ მთელი საქართველო შევიკრიბეთ დღეს აქ და აუცილებლად გამოგვლიჯავთ ამ სპეკულაციის საშუალებას არ მივცემთ და დავიბრუნებთ არჩევნებს.

ჩვენ პოლიტიკურ ოპოზიციას დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს თქვენი, თავისუფალი მოქალაქეების წინაშე და მიმიღია და მივიღებ პრეტენზიებს, მაგრამ დღეს არ შემიძლია არ ვიამაყო ამ ერთობით, გადამწყვეტ მომენტში, ყველაფერი გადავდეთ, ყველანაირი ეგოიზმი, ყველანაირი ჩხუბი და ყველა ერთად, ერთ მუშტად შეკრული მრავალპარტიული გუნდი წარმოგიდგენთ გეგმას, როგორ დავამარცხებთ ურჩხულს და დავიბრუნებთ ჩვენ ქვეყანას“, - განაცხადა ელენე ხოშტერიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics