2020-11-08 11:13:51, 641 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილი 34 ახალი პაციენტიდან 14 თბილისში, 7 აჭარაში და 8 იმერეთში მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილი 34 ახალი პაციენტიდან 14 თბილისში, 7 აჭარაში და 8 იმერეთში მკურნალობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 475-ს შეადგენს.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 14 ადამიანი, აჭარაში - 7, იმერეთში - 8, შიდა ქართლში - 3, ქვემო ქართლში - 1, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 475 გარდაცვალების შემთხვევა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,