16:14 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-07 17:23:14, 607 ნახვა

კომენტარი
ჯანდაცვის სამინისტრო აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის (USTR) ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება

ჩვენთვის უმნიშველოვანესია ის ფაქტი, რომ  აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა (USTR) თავის ანგარიშში აღიარა შრომის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საქმეში მიღწეული წარმატება და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ GSP-ის მოთხოვნათა პაკეტის შესრულება.

საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა ადამიანი და ადამიანის უფლებები, მათ შორის შრომის უფლებები და რიგი რეფორმები განახორციელა. განმტკიცდა დასაქმებულების შრომის უფლებები და სამუშაო პირობები, აგრეთვე  შრომის სტანდარტები გადავიდა ევროპულ და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის დასაქმებულებისთვის უსაფრთხო და ღირსეული შრომის პირობების უზრუნველყოფაში.

2015 წლიდან  საფუძველი ჩაეყარა მექანიზმს, რომელიც ეტაპობრივად ვითარდება და ყალიბდება შრომის კანონმდებლობის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებად. უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში კი ითვალისწინებს შრომის უფლებების კიდევ უფრო ფართო სპექტრს და აუმჯობესებს არსებულ აღსრულების მექანიზმს. სამინისტროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია  შრომის ინსპექციის სისტემის ინსტიტუციურ/სტრუქტურული გაძლიერება, რისკენაც კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის მიმართვას აპირებს და 2021 წლიდან დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ახალი, დამოუკიდებელი და სრულყოფილი შრომის ინსპექტირების მექანიზმის შექმნით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics