02:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-07 17:08:50, 785 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლომ ანა დოლიძის მიერ გასაჩივრებული ოქმები არ დააკმაყოფილა

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის მიერ გასაჩივრებული 6 ოქმიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა.

„მოსამართლე ვალერიან ფილიშვილისგან, რომელმაც წინა წლის 20 ივნისის აქტივისტები პატიმრობაში ბითუმად შეუშვა, სხვანაირ გადაწყვეტილებას არც ველოდი. მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით, გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, რათა გამოჩნდეს, რომ სისტემას ეშინია გახსნას 1 ყუთიც კი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, რომ იქიდან არ ამოვიდეს ისეთი ჯინი, რომელიც წალეკავს ამ სისტემას. ვიცით, რომ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებასაც არ მოჰყვება შედეგი, თუმცა, ჩვენი მიზანია კარგად გამოჩნდეს რამხელა უკანონობაზე წავიდა საოლქო კომისია, როგორ არის ეს სისტემა ერთმანეთზე გადაჯაჭვული და იცავს თუნდაც 1 უბნის შედეგებს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროცესის დაწყების წინ ანა დოლიძე საქალაქო სასამართლოსთან პურით ხელში მივიდა და განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან სამართალი პურს მაინც შეჭამს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics