11:32 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-07 11:53:29, 603 ნახვა

მსოფლიო
გათავისუფლდეს თეთრი სახლი დონალდ ტრამპისგან - აშშ-ში მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხმების დათვლის პროცედურა კვლავ გრძელდება, რასაც თან ახლავს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, როგორც კანდიდატების მომხრეების, ასევე მათი ოპონენტების მხრიდან.

ვაშინგტონში ათასობით ადამიანი მონაწილეობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე, რომლებიც თეთრი სახლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

მოქმედი სახელმწიფოს მეთაურის მომხრეებმა მასშტაბური მიტინგი გამართეს ფილადელფიაში - აღნიშნული აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენსილვანიაში ხმების დათვლის პროცედურა დარღვევებით წარიმართა. დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ აღნიშნულ შტატში უსწრებს ჯო ბაიდენს, თუმცა არჩევნების წინასწარი მონაცემები სხვას მიანიშნებს.

კანდიდატთა მხარდამჭერთა კამპანიები სხვა შტატებშიც მიმდინარეობს, სადაც ჯერჯერობით კენჭისყრის წინასწარი შედეგები არ იძლევა საშუალებას, რომელიმე კანდიდატის გამარჯვების შესახებ დამაჯერებლად ისაუბრონ. ასე და ამგვარად, დონალდ ტრამპის მომხრეებმა გადაწყვეტიეს არიზონას საარჩევნო კომისიის პიკეტირება, სადაც ჯო ბაიდენი თითქმის ყველა ბიულეტინის დათვლით, იმარჯვებს.

შტატებში, სადაც „დემოკრატებს“ უპირატესობა გააჩნიათ, ჯო ბაიდენის მომხრეები გამარჯევბას ზეიმობენ. მოძრაობა Black Lives Matter-ის წევრები ქუჩაში გამოვიდნენ და ქვეყნის პოლიტიკური კურსის შეცვლა მოითხოვეს. როგორც აქტივისტები აცხადებენ, მათი მთავარი მიზანია, გაათავისუფლონ თეთრი სახლი დონალდ ტრამპისგან.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics