05:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-07 10:40:52, 572 ნახვა

პოლიტიკა
ჯო უილსონი - გლობალური პანდემიის პირობებში უსაფრთხო, კონკურენტული არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანი მიღწევაა

ვულოცავ ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას, გლობალური პანდემიის პირობებში თავისუფალ და სამართლიან გარემოში უსაფრთხო, მაღალი აქტივობის, კონკურენტული არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანი მიღწევაა, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის კონგრესში სამხედრო პერსონალის ქვეკომიტეტისა და რესპუბლიკური კვლევითი კომიტეტის თავმჯდომარის, ჯო უილსონის წერილში, რომელიც მან აშშ-ში საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძეს მისწერა.

კონგრესმენის წერილში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში საარჩევნო რეფორმების მიღების შემდეგ, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიის განვითარებისკენ.

„ქართველებმა საარჩევნო ყუთებთან გააკეთეს არჩევანი და მოხარული ვარ, რომ ეს იყო მტკიცე გზავნილი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდასაჭერად, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ორმხრივ ეკონომიკურ წარმატებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სიმტკიცეს მშვიდობის გზით.

ამერიკელი სამხედროები ძალზედ აფასებენ საქართველოს თავდადებულ და ნიჭიერ სამხედროებთან ჩამოყალიბებულ ალიანსს, რაც ჩამოგვიყალიბდა მსოფლიო მასშტაბით ერთიანი ძალებით გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლისას და ამ გზით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისას.

საქართველოში ვიზიტების შედეგად შთაგონებული ვარ თქვენი ნიჭიერი მოსახლეობით. მე მომავალშიც გავაგრძელებ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას საარჩევნო პროცესის დახვეწისა და უფრო ძლიერი დემოკრატიის შენების პროცესში. მოუთმენლად ველი მუშაობის გაგრძელებას აშშ-საქართველოს ურთიერთობების უფრო გაღრმავების საქმეში“, – ნათქვამია წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics