20:48 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-06 22:41:19, 809 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსის ციხე-გალავნის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში დასრულდა ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსის ციხე-გალავნის რეაბილიტაციის სამუშაოები.

აღდგენილია ციხე-გალავანი, ნაგებობის ეზოში მოეწყო საგამოფენო დარბაზი, საოფისე სივრცე, მოსასვენებელი, საინფორმაციო ცენტრი და ამფითეატრი.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა. ციხე-გალავნის რეაბილიტაცია შპს „ივერთშენმა“ შეასრულა და მასზე 557 593 ლარი დაიხარჯა.

აღდგენილი კულტურული ძეგლი არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისათვის, არამედ მრავალი ტურისტის სანახაობითი ადგილი იქნება. სწორედ ესაა კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მიზანიც ხელი შეუწყოს შიდა ტურიზმის განვითარებას და მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი ვიზიტორი- აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics