04:53 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 14:33:18, 938 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკო: მედიკამენტების მართვის, რეგულაციებისა და ხარისხის კონტროლის პოლიტიკა იცვლება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტების მართვის, რეგულაციებისა და ხარისხის კონტროლის პოლიტიკა იცვლება.

ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს საქართველოში ახალი ფარმაცევტული კომპანიების შემოსვლასთან  დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განუცხადა.

მინისტრის განმარტებით, მედიკამენტების მართვის, რეგულაციებისა და ხარისხის კონტროლის პოლიტიკის შეცვლამ  გამჭვირვალე, კონკურენტიანი და ხარისხიანი ფარმატოლოგიური ბაზარი უნდა უზრუნველყოს.

"განსხვავებით C ჰეპატიტის პროგრამისაგან, როდესაც  ჩვენ ცალსახა მოლაპარაკებები გქვონდა კონკრეტულ კომპანიასთან, კერძოდ, "გილეადთან", ახლა ეს მოლაპარაკებები კონკრეტულ  კომპანიებთან არ მიმდინარეობს, რადგან ახლა იცვლება ზოგადად პოლიტიკა, მედიკამენტების მართვის რეგულაციების და ხარისხის კონტროლის, რომლის საბოლოო ამოცანაცაა უზრუნველყოფა გამჭვირვალე, კონკურენტიანი და ხარისხიანი ფარმატოლოგიური ბაზრის და არა რომელიმე კონკრეტულ  ფარმაკომპანიასთან მოლაპარაკება",-განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics