04:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-03 14:19:55, 526 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი არ გამორიცხავს, რომ დღეს სასამართლომ ნიკა მელია დააკავოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, დღეს სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და დააკავოს ნიკა მელია.

მისივე თქმით, დღეს სასამართლოს ჩანიშვნა ემსახურება ნიკა მელიას, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის განეიტრალებას.

„დღეს სასამართლოს ჩანიშვნა მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ნიკა მელია, როგორც არამხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის და „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ მთლიანად ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, რა თქმა უნდა იყოს განეიტრალებული. ამაზე ოცნებობს ივანიშვილი უკვე დიდი ხანია, მაგრამ დღემდე ვერ მოახერხა და ახლა ცდილობს ამ მეთოდით, რაღაცნაირად მელის იზოლაცია მოახდინოს, მაგრამ ამ ყველაფერს მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგები. ის პროცესები, რომელიც დაწყებულია უკვე, ვგულისხმობ ოპოზიციის ერთიანობას, ვგულისხმობ სტრატეგიას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ეს პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 100 ათასი ლარის შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics