15:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-03 03:07:55, 659 ნახვა

საზოგადოება
საელჩო ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო მოქალაქეებს აფრთხილებს

ავსტრიაში საქართველოს საელჩო ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო მოქალაქეებს აფრთხილებს.

„მოქალაქეთა საყურადღებოდ. ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, სპეცოპერაციის დასრულებამდე თავი აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და დარჩნენ სახლში.

საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე +43 676 3259839“,- აღნიშნულია ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

ეს არის ტერორისტული თავდასხმა ვენაზე - ამის შესახებ, ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა.
OE24.TV-ს ცნობით, 10 -მდე შეიარაღებული თავდამსხმელია ვენის ქუჩებში, 6 სხვადასხვა ლოკაციაზე მობილიზებული, კვლავ ისმის სროლებიც.  ტელევიზია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოკლულია 7 მდე მოქალაქე და დაშავებულია 15-ზე მეტი. 
პოლიცია მოქალაქეებს სახლებში გამოკეტვისკენ მოუწოდებს. ''დარჩით სახლში, არ მიხვიდეთ ფანჯრებთან, არ გაუღოთ კარი არავის''
ვენის პოლიციის ცნობით, ქალაქის ცენტრზე თავდასხმა მოხდა 20 საათზე. რამდენიმე ეჭვმიტანილი შეიარაღებულია ე.წ ვინტოვკებით. სროლა მიმდინარეობს ვენის ცენტრში 6 ლოკაციაზე.
ამ დროისთვის მოკლულია ერთი ოფიცერი, რამდენიმე დაჭრილი.
1 თავდასხმელი პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე მოკლეს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics