2020-11-02 14:05:37, 565 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს
„ევროპული საქართველო“ უარს აცხადებს პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე.
აღნიშნულის შესახებ პარტიაში ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადეს.
„მიუხედავად ძალიან მძიმე წინასაარჩევნო პერიოდისა, საარჩევნო საღამოს ჩვენ ვიყავით ძალიან ფრთხილი და თავშეკავებული. იმან რაც შემდეგ მოხდა საარჩევნო კომისიებში არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები არ დატოვა, სრული სიმძლავრით მუშაობდა გაყალბების მანქანა. ადამიანებს აშინებდნენ კრიმინალები და სუს-ი და თავისუფალ არჩევნებად ვერ ჩაითვლება. ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და ხალხის ნებას არ ასახავს. მივიღეთ გადაწყვეტილება, „ევროპული საქართველო“ უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში და უარს ვამბობთ მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურებში“, - განაცხადა ბაქრაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან