|
2020-11-02 11:38:36, 699 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე - თუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, მაშინ არანაირი მეორე ტურები არ უნდა იყოს
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, პარტია მიიჩნევს, რომ ეს არჩვნები არ არის ლეგიტიმური და ის არ გამოხატავს ხალხის ნებას. კაპანაძემ აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას, შევიდეს თუ არა პარტია პარლამენტში, დღეს 3 საათზე გამოაცხადებენ. „ევროპულ საქართველოს“ არ მიაჩნია, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ამ არჩევნებმა გამოხატა ხალხის ნება, ამიტომ, ვიმოქმედებთ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე პირველ რიგში, რაც პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ დღეს გადაწყვეტილებას მივიღებთ იმასთან დაკავშირებით შევიდეთ თუ არა პარლამენტში. ჩემი პირადი აზრია, რომ არ უნდა შევიდეთ, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენთან ერთი ადამიანი არ წყვეტს არასოდეს და არის კოლეგიალური გადაწყვეტილება, ამაზე გვექნება დისკუსია და 3 საათზე გამოვაცხადებთ პოზიციას, რაც შეეხება დანარჩენს, დანარჩენი არის ბოლომდე იზოლაციაში და მარტო დატოვება ივანიშვილის. მან გადაწყვიტა, რომ არჩევნები გაეყალბებინა ამ ფორმით, ეძალადა გარეთ, მოესყიდა ხალხი და ამის შესაბამის შედეგებს მიიღებს როგორც პროტესტის სახით, ისე საერთაშორისო და შიდა იზოლაციის სახით. მგონია, რომ გადაწყვეტილება მეორე ტურებზე არის საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, მაშინ არანაირი მეორე ტურები არ უნდა იყოს. ჩემი პირადი აზრია ეს ოღონდ და დანარჩენზე ვიმსჯელებთ პარტია, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად“, - განაცხადა კაპანაძემ.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)