2020-11-02 11:19:59, 1597 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილი 7 პაციენტიდან 6 აჭარაში, ხოლო 1 კახეთში მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილი 7 პაციენტიდან 6 აჭარაში, ხოლო 1 კახეთში მკურნალობდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 342 შემთხვევაა გამოვლენილი.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 7 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში - 6 ადამიანი, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 342 გარდაცვალების შემთხვევა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,