|
2020-11-01 15:47:46, 2628 ნახვა
მიხეილ სააკაშვილი - თუ, ოპოზიცია გადაწყვეტს, პირველივე თვითმფრინავით ჩამოვალ
„თუ, ოპოზიცია გადაწყვეტს პირველივე თვითმფრინავით ჩამოვალ“, - ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამას გააკეთებს, რადგან ვინმემ არ თქვას თითქოს გამარჯვებაში ხელი სააკაშვილმა შეუშალათ. „თუ ოპოზიციური ჯგუფები გადაწყვეტენ, რომ ჩემი ჩამოსვლა არის საჭირო, მე პირველივე თვითმფრინავს ვიშოვი, მოვახტები, სხვა საშუალებას ვიშოვი გადაადგილების, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს. რომ არ თქვას მერე ვინმე სააკაშვილმა ჩაგვიშალა ჩვენი დიდი გეგმებიო. მე ვარ მზად, ვიყო ერთ-ერთი მათგანი. მე არ მინდა ერთი თანამდებობა. მე ვარ მზად ჩემი ქვეყნისთვის გავწირო თავი, საერთოდ ულაპარაკოდ. თუ ოპოზიციური პარტიები შეკრებაზე ჩამოყალიბდებიან, რომ მათთვის ეს იქნება სასარგებლო და ქართველ ხალხა ეს დაეხმარება, ერთი წამით არ ვიყოყმანებ. მე არ მეშინია, არც ციხის, არც მოკვლის და არც არაფრის“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)