17:45 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 19:55:54, 568 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე კობახიძეზე - ძალიან გადაეღალათ გონება „ქართულ ოცნებაში“, დღეს 8 საათის შემდეგ ექნებათ დასვენების საშუალება

ძალიან გადაეღალათ გონება „ქართულ ოცნებაში“, დღეს 8 საათის შემდეგ ექნებათ დასვენების საშუალება, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ევროპული საქართველო“ აპირებს ხელოვნური რიგები შექმას საარჩევნო უბნებთან 8 საათზე.

„მინდა გამოვეხმაურო ქართული ოცნების ბრიფინგს და იმ ბრალდებას, რომელიც მივისმინეთ ევროპული საქართველოს მისამართით.

დიახ, ქართულმა ოცნებამ გაშიფრა ჩვენი ჩანაფიქრი, ჩვენ ჩამოყვანილი გვყავს რამდენიმე ასეულ ათასი მოქალაქე ისლანდიიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან, აქამდე დამალული გვყავს საიდუმლო საცავში და ზუსტად 8 საათზე გავხსნით საცავის კარს და ამ ადამიანებს მივუშვებთ უბნებთან, რათა როგები შეიქმნას ხელოსვნურად.

როგორც ჩანს ძალიან გადაეღალათ გონება ქართულ ოცნებაში და დღეს 8 საათის შემდეგ ექნებათ დასვენების საშუალება.

ამიტომ, თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და ეს დაპირისპირება და მუდმივი დაშინება დღეს 8 საათზე უნდა დაასრულონ და ხვალიდან ერთად ვიცხოვროთ ახალ საქართველოში, ახალი შესაძლებლობებითა და პერსპექტივით. გისურვებთ ცვლილებებს“, - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics