2020-10-31 18:31:43, 569 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო - დაპირისპირება მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის რისკს ქმნის
"გარეთ მიმდინარე დაპირისპირება, პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს შორის, შეიცავს უბნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის რისკს. - ამის შესახებ, ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
„ საარჩევნო უბნების გარეთ ფიქსირდება დაპირისპირება პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს შორის, რაც გარკვეულწილად შეიცავს უბნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის რისკს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა მხარემ უზრუნველყოს სიმშვიდის დაცვა, აღიარებული ეთიკური ნორმების პატივისცემა და ხელი შეუწყონ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას“,-განაცხადა პრეს სპიკერმა.
უკვე 10 საათია კენჭისყრა მიმდინარეობს; ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე სულ 2 საათი დარჩა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან